რაიან გიგზი გარეთ ბეილის შესახებ საუბრობს

რაიან გიგზი გარეთ ბეილის შესახებ საუბრობს უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რაიან გიგზმა, ცნობილ სპორტულ გამოცემა SKY SPORT-თან ინტერვიუში «მადრიდის რეალისა» და ახლა უკვე «ტოტენჰემის» შემტევზე, გარეთ ბეილზე, ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 31-წლის უელსელი ფეხბურთელი სამეფო კლუბიდან ინგლისში იჯარის წესით იქნა გასხვისებული.

«ბეილი უფრო ხშირად ითამაშებს, ვიდრე რეალში. მიმაჩნია, რომ გარეთისთვის ეს კარგი სხვლაა, ტოტენჰემისთვის კარგი ტრანსფერი და მთლიანობაში პრემიერ ლიგისთვისაა სასარგებლო, რადგან მის თამაშს ახლა ყოველ კვირას ვიხილავთ.

გარეთი იმ კლუბში მოვიდა, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს, სადაც კარგი მწვრთნელია. როგორც მან თავად განაცხადა, ეს სახლში დაბრუნებაა. კარგი იქნება, თუ უელსელი მოედანზე რეგულარულად გამოჩნდება, მისი თამაში უფრო მწვავე იქნება
», – რაიან გიგზის სიტყვებს ციტირებს SKY SPORT.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.