ფლიკი: კრამარიჩი "ბაიერნში"? არაფერი მსმენია

ფლიკი: კრამარიჩი "ბაიერნში"? არაფერი მსმენია მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი, დორტმუნდის "ბორუსიასთან" მიღწეული სათასო გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. ფლიკი, სხვა საკითხებთან ერთად, ანდრეი კრამარიჩის შესაძლო ტრანსფერზეც საუბრობს.

”ამ მატჩის მოგება გვინდოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. ჩვენ დამსახურებულად მივაღწიეთ უპირატესობას (2:0), მაგრამ შემდეგ ჩვენი საქმე მეტად გართულდა და ანგარიშიც თანაბარი გახდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მიღწეული გამარჯვების და მოპოვებული თასის გამო, ძალიან ბედნიერები ვართ."

"რაც შეეხება კიმიხსს , მას განსაკუთრებული ხასიათი აქვს. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ქმნის გუნდს. მუდმივად ვგეგმავ მას დასვენების საშუალება მივცე, მაგრამ მესმის, რომ ამით გულდაწყვეტილი იქნება. მას გამუდმებით სურს მოედანზე ყოფნა."

"ჭორები კრამარიჩის შესახებ? მე მას კარგად ვიცნობ. უკვე ვთქვი, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ბუნდესლიგაში, ის ძალიან მაღალი დონის ოსტატობით გამოირჩევა, მაგრამ მისი ტრანსფერის შესახებ არაფერი მსმენია”
- აღნიშნავდა ჰანს დიტერ ფლიკი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.