ლუსიენ ფავრი: ამ მატჩის მოგება შესაძლებელი იყო

ლუსიენ ფავრი: ამ მატჩის მოგება შესაძლებელი იყო გერმანიის სუპერთასის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი.

ლუსიენ ფავრი (დორტმუნდის ბორუსიას მთავარი მწვრთნელი) - ”აშკარაა, რომ ამ მატჩის მოგება შეგვეძლო. სრულიად შესაძლებელი იყი მესამე გოლი ჩვენ გაგვეტანა და საბოლოო ანგარიში 3:2 დაგვეფიქსირებინა. ბევრი რამ სწორად გავაკეთეთ, კარგად ვთამაშობდით პრესინგს და საგოლე შანსებიც შევქმენით.”

იულიან ბრანდტი (დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველი) - ”ვფიქრობ, რომ თუ მატჩს მთლიანობაში გადახედავთ, ეს ყველაფერი გარკვეულწილად იმედგაცრუებას იწვევს. განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ჩვენ ძალიან კარგი შანსები გვქონდა, რომ მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დაგვესრულებინა. შედეგად, მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებმა აჩვენეს საკუთარი მაღალი კლასი: მეორე ტაიმში ჰქონდათ შანსი და ის გამოიყენეს კიდეც."

მარვინ ჰიცი (დორტმუნდის "ბორუსიას" მეკარე) - "ძალიან სამწუხაროა. 0:2-ის შემდეგ თამაშში გარდატეხა შევიტანეთ, დავუბრუნდით მატჩში და შეგვეძლო საბოლოო ანგარიში 3:2 დაგვეფიქსირებინა, მაგრამ გოლი საკუთარ კარებში მივიღეთ და უნდა ვაღიაროთ, ამის შემდეგ ვერაფერი ღირებული ვერ შევქმენით."

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.