ლებრონ ჯეიმსი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა

ლოს-ანჯელესის გუნდის ფორვარდმა 4-დან 2 სამ-ქულიანი გდების რეალიზება მოახდინა. ფინალურ სერიებში მის ანგარიშზე 87 ჩაგდებული სამ-ქულიანია. NBA-ს პრესს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ მაჩვენებლით ლიგის ისტორიაში ლებრონ ჯეიმსი მეორე ადგილს იკავებს და კლეი ტომპსონს გადაუსწრო.
პირველ ადგილზე სტეფან კარია, რომლის მონაგარიც ფინალურ სერიებში 121 სამ-ქულიანი გდებაა.
Congrats to @KingJames of the @Lakers for moving up to 2nd on the all-time #NBAFinals THREES list! pic.twitter.com/3fn9ySaTpk
— NBA (@NBA) October 1, 2020
აღსანიშნავია, რომ მაიამი ჰიტთან დაპირისპირებაში ლებრონ ჯეიმსმა 6-დან 5 საჯარიმო გდების რეალიზება შეძლო. ამერიკელი კალათბურთელის ანგარიშზე 259 ქულაა. NBA-ს პრესს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ მაჩვენებლით 35-წლის ჯეიმსი ლიგის ისტორიაში მე-5 ადგილს იკავებს.
ლეგენდარულ კალათბურთელს მაიკლ ჯორდანს 258 ქულა აქვს, შესაბამისად ამ ეტაპზე ნაჩვენები შედეგით ლებრონ ჯეიმსმა ჯორდანსაც გადაუსწრო. ლიგის ისტორიის სათავეს ჯერი უესტი იკავებს, ლეგენდის ანგარიშზე 455 რეალიზებული საჯარიმო გდებაა.
Congrats to @KingJames of the @Lakers for moving up to 5th on the all-time #NBAFinals FREE THROWS MADE list! pic.twitter.com/laPdcULfjS
— NBA (@NBA) October 1, 2020