მანუელ ნოიერისა და იოზუა კიმიხის შეფასებები

მანუელ ნოიერი: ”ჩვენ ვიცოდით, რომ ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. ასეთ მატჩებში ყველაფერი შესაძლებელია, რომ მოხდეს. დღეს ამაში ყველა დარწმუნდა. ორი გოლი გაუშვით, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ გოლების ბრალიც ჩვენს კისერზეა. ჩვენ თავად დავაბრუნეთ დორტმუნდი თამაშში. შეუძლებელია მუდამ სამი გოლი გაიტანო. საბედნიეროდ, კიმიხმა ბოლოს მაინც მოახერხა მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა”.
იოზუა კიმიხი: ”საბოლოო ჯამში თასი ჩვენ დაგვრჩა და ეს ძალიან სასიამოვნოა. ამ თასისათვის ვიბრძოდით, თუმცა საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია. ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვაქვს საჭირო მენტალიტეტი, გადავწყვიტოთ ჩვენს სასარგებლოდ ისეთი მატჩი, სადაც იდეალურად ვერ გამოვიყურებოდით. ჩვენ კარგად ვერ ჩავერთეთ შეხვედრაში, მაგრამ მაინც მოვიპოვეთ უპირატესობა (2-0). ორივე გოლი მაშინ გავუშვით, როდესაც ის ელემენტარულ სიტუაციაში დავკარგეთ."
Trophy-lifting experts 🥇#Mission5 #Supercup2020 #MiaSanMia pic.twitter.com/wXVjDrJZwB
— FC Bayern English (@FCBayernEN) September 30, 2020