«მანჩესტერ სიტი» კულიბალის შეძენასთან ახლოსაა

«მანჩესტერ სიტი» კულიბალის შეძენასთან ახლოსაა ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ნიკოლა შკირა ტვიტერის საკუთარ გვერდზე იუწყება, რომ ქალაქელები «ნაპოლის» მცველის კლაიდუ კულიბალის შეძენასთან ახლოს არიან.

წყაროს ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიელებს 70 მილიონი ევრო შესთავაზეს და გაითვალისწინებს ბონუსებიც. ნიკოოლა შკირა გვამცნობს, რომ შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

კულიბალი «მანჩესტერ სიტისთან» 2025 წლამდე გააფორმებს ხელშეკრულებას და წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს.

2019/20 წლების სეზონში «ნაპოლის» მაისურით მცველმა ჯამში 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი ქმედებებით თავი არ გამოუჩენია. აღსანიშნავია, რომ სეზონის განმავლობაში ცხრა ყვითელი და 1 წითელი ბარათის მიღება მოახერხა.

პორტალ Transfermarkt-ის ცნობით კულიბალის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 56 მილიონ ევროს შეადგენს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.