ჰანსი ფლიკი: «გამარჯვება გუნდის მენტალიტეტისა და კლასის მაჩვენებელია»

ჰანსი ფლიკი: «გამარჯვება გუნდის მენტალიტეტისა და კლასის მაჩვენებელია» გერმანიის სუპერთასის შეხვედრაში ჰანსი ფლიკის გაწვრთნილმა გუნდმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში «დორტმუნდის ბორუსიის» დამარცხება მოახერხა ანგარიშით 3:2. გადამწყვეტი გოლი იოზუა კიმიხმა გაიტანა.

დღეს მხოლოდ გამარჯვება იყო საჭირო, ეს იყო ჩვენი მიზანი და მას მივაღწიეთ. კომპლიმენტები გუნდს. წინ კიდევ ბევრი გასამართი შეხვედრაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთი მატჩები ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ ხოლმე».

ერთის მხრივ, აღნიშნული გამარჯვება გუნდის მენტალიტეტის დემონსტრირებაა, ხოლო მეორეს მხრივ კლასისა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ადვილი არ ყოფილა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ჩვენ 2:0 ვიგებდით, რაც დამსახურებული იყო, თუმცა მოგვიანებით ცხოვრება გავირთულეთ და რამდენიმე პოზიციური შეცდომა დავუშვით».

უკეთესად უნდა გვემოქმედა. იოზუა კიმიხს განსაკუთრებული მენტალიტეტი და წარმოუდგენელი თამაშის ხარისხი აქვს, ამიტომ, იგი ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი ხდება, რომელსაც კლუბზე განსაკუთრებული გავლენის მოხდენა შეუძლია», - ჰანსი ფლიკის სიტყვებს ციტირებს რეკორდმაისტერის ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.