«ლეიკერსმა» «მაიამი» დაამარცხა

«ლეიკერსმა» «მაიამი» დაამარცხა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა «ლეიკერსსა» და «მაიამის» შორის. ფრენკ ვოჰელის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად ანგარიშით 116-98 გაიმარჯვა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ენტონი დევისი გახდა. ამერიკელი კალათბურთელის ანგარიშზე 34 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაა. ჰიტსის რიგებში თავის გამოჩენა ბატლერმა მოახერხა, რომლის მონაგარიც 23 ქულა, 2 მოხსნა და 5 ასისტია.

ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და მაიამი ჰიტის მორიგი დაპირისპირება 3 ოქტომბერს თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.


NBA პლეი-ოფი

ფინალური ეტაპი

პირველი მატჩი

«ლეიკერსი» — «მაიამი» — 116:98 (31:28, 34:20, 28:19, 23:31)

სერიის ანგარიში: 1-0


ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.