
საფეხბურთო კლუბ "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, ერიკ დაიერს აქებს. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"მე ვამაყობ ჩემი თითოეული ფეხბურთელით, თმუცა ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად სამაგალითოა. 180 წუთი - 49 საათში!" - წერს ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი.
შეგახსენებთ, ლონდონის "ჩელსისთან" გამართულ შეხვედრაში დაიერმა მატჩის სრული 90 წუთი გაატარა მწვანე საფარზე, სულ რამდენიმე საათით ადრე კი ინგლისის ჩემპიონატის მესამე ტურის ეგიდით, ნიუკასლთან (1:1) იყო წარმოდგენილი.
» წყარო