რუმენიგე: ალონსო საინტერესო კანდიდატურა იქნება

რუმენიგე: ალონსო საინტერესო კანდიდატურა იქნება მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ჩაბი ალონსოს შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის სამომავლოდ საინტერესო კანდიდატურა იქნებოდა, "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

"ჩემი აზრით, სამომავლოდ ჩაბი ალონსო, მიუნხენის "ბაიერნისათვის" საინტერესო მწვრთნელი იქნებოდა. ის შესანიშნავი ადამიანია, რომელიც დიდი გონიერებით გამოირჩევა. მას შეუძლია თანაგრძნობა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ახლანდელის თაობისათვის." - ციტირებს გამოცემა AS კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.

მოცემულ მომენტში ალონსო 38 წლის არის. ჩაბი "რეალ სოსიედადის" მეორე გუნდს წვრთნის. ყოფილი ნახევარმცველი "ბავარიელთა" ბანაკში 2014-2017 წლებში იყო წარმოდგენილი. არის გერმანიის ჩემპიონი, გერმანიის თასის და ნაციონალური სუპერთსის მფლობელი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.