რაფაელ ნადალმა მაკენზი მაკდონალდი დაამარცხა

შეხვედრა ჯამში 42 წუთი გაგრძელდა. რაფაელ ნადალის ანგარიშზე 4 ორმაგი შეცდომა და 1 ეისია. ესპანელმა ჩოგბურთელმა 8-დან 7 ბრეიკ პოინტი მოიგო და ზედიზედ 11 გეიმის დასრულება მოახერხა წარმატებით.
როლან გაროსის ტურნირის მესამე რაუნდში რაფაელ ნადალის მეტოქე ნიშიკორისა და ტრავალიას შორის გამარჯვებული იქნება.
საფრანგეთის ღია პირველობა
მეორე რაუნდი
საპრიზო ფონდი: 38 000 000 ევრო
ღია კორტები, გრუნტი
მამაკაცებს შორის
რაფაელ ნადალი (ესპანეთი, 2) — მაკენზი მაკდონალდი (აშშ) — 6:1, 6:0, 6:3