ლინეკერი ერიკ დაიერის საქციელზე საუბრობს

ლინეკერი ერიკ დაიერის საქციელზე საუბრობს ინგლისის ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად სატელევიზიო ექსპერტმა გარი ლინეკერმა, "ტოტენჰემის" ნახევარმცველის ერიკ დაიერის საქციელზე კომენტარი გააკეთა.

ლონდონის "ჩელსისთან" გამართულ სათასო პაექრობაში, მატჩის 77-ე წუთზე როდესაც ანგარიში 0:1 იყო, დაიერმა მოედანი მოულოდნელად, თვითნებურად დატოვა. თამაში ამ დროს გრძელდებოდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მას გასახდელში გაჰყვა. მატჩის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელმა ახსნა, რომ ტუალეტში გასვლა სასწრაფოდ ესაჭიროებოდა.

”უცნაური სცენა იყო. დაიერი გასახდელში შევარდა, თან მოურინიოც სასწრაფო წესით გაჰყვა. შემდეგ დაიერი კვლავ გამოიქცა მოედანზე და თამაში განაგრძო. რა სჭირთ ამ ფეხბურთელებს? მოედანი უკვე აღარ აკმაყოფილებთ?" - ხუმრობდა ლინეკერი

ლინეკერმა ამ კომენტარით საკუთარ საქციელზე იხუმრა. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის დროს (ინგლისი-ირლანდია), მან დეფეკაცია პირდაპირ მოედანზე მოახდინა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ