Diario Sport: მესი სუარესისადმი მიძღვნილ წერილზე საუბრობს

"იმ ძალიან რთულ დროს, მე ვთქვი ის რასაც განვიცდიდი. მესმის, შეიძლება ვინმე თვლიდეს, რომ გაჩუმება ისევე მმართებდა, როგორც ეს ბევრ სხვა შემთხვევაში იყო, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ამ საკითხთან დაკავშირებით, უამრავი შეკითხვა გაისმა, ეს კი ჩემი შესაძლებლობა იყო, ყველაფერი გამომეთქვა." - აღნიშნა ლეო მესიმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ლიონელ მესიმ, ლუის სუარესის გუნდიდან წასვლის შესახებ, ემოციური წერილი გამოაქვეყნა - "მე უკვე ვეგუებოდი შენს წასვლას, მაგრამ როდესაც დღეს გასახდელში შევედი, მომხდარი ფაქტი ბოლომდე გავითავისე. როგორი რთული იქნება, თითოეული დღე შენს გარეშე, როგორც მოედანზე ისე მის ფარგლებს გარეთ. ძალიან მოგვენატრები. ერთად გატარებული ამდენი წელი, ერთობლივი სადილი და ვახშამი... რამდენი რამ არის, რომელიც არასდროს მიეცემა დავიწყებას."
"ძალიან უცნაური იქნება შენი ხილვა სხვა კლუბის მაისურით და კიდევ უფრო უცნაური იქნება შენს წინააღმდეგ თამაში. მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე შენ ღირსეულ წასვლას იმსახურებდი. "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ, მოპოვებული უამრავი ტიტულით და პირადი ჯილდოთი. შენ არ იმსახურებდი კლუბიდან ასე გაგდებას, თუმცა მე უკვე ვერაფერი გამაკვირვებს. შენს ახალ თავგადასავალში ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. ძალიან მიყვარხარ და მალე შევხვდებით მეგობარო." - წერდა ლეო მესი.