ოფიციალურად: როს ბარკლი "ასტონ ვილას" ღირსებას დაიცავს

"როსის მსგავსი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება, ჩვენი კლუბისათვის ნამდვილად გარდამტეხი მომენტია. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენს გუნდს კარგად მოერგება და მეტად გააუმჯობესებს მას." - ციტირებს "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელის დინ სმიტის სიტყვებს კლუბის პრეს-სამსახური.
ბარკლი "ევერტონის" აღზრდილი ფეხბურთელია. ამ გუნდის რიგებში ის 2018 წლამდე ასპარეზობდა. ამის შემდეგ, 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ლონდონის "ჩელსის" რიგებში გადაბარგდა. იმ პერიოდში სატრანსფერო თანხამ 16,8 მილიონი ევრო შეადგინა. ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt-ი ხსენებული ფეხბურთელის ღირებულებას 21,5 მილიონ ევროდ აფასებს.
🟣 #WelcomeRoss 🟣@RBarkley8 arrives at Villa Park on a season-long loan! 👊
— Aston Villa (@AVFCOfficial) September 30, 2020