ტერ შტეგენი: მიზანი უცვლელია - ტიტულები გვწყურია!

ტერ შტეგენი: მიზანი უცვლელია  - ტიტულები გვწყურია! კატალონიის "ბარსელონას" კარის დარაჯმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის მიერ დასახულ მიზნებზე ისაუბრა. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდში დიდი ცვლილებებია, რასაც შესაბამისი ადაპტაცია სჭირდება.

"როგორც ყოველთვის, მოედანზე მხოლოდ იმ ფიქრებით გავდივართ, რომ მორიგი გამარჯვება მოვიპოვოთ. ამ სეზონში ჩვენმა გუნდმა ძალიან დიდი ცვლილებები განიცადა, ახლა ჩვენ უნდა ვეცადოთ და შესაბამისი ადაპტაცია მოვახდინოთ, რათა შევძლოთ და ახალი გუნდი წარმატებით ჩამოვაყალიბოთ.

ჩვენი მიზნები უცვლელია: ვიბრძოლოთ ტიტულებისთვის! წინ საკმაოდ გრძელი სეზონი გველის და მოგვეთხოვება, რომ შესატყვის ფიზიკურ კონდიციებში ვიყოთ."
- ციტირებს გერმანელი კიპერის სიტყვებს გამოცემა Diario Sport.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.