ლებრონ ჯეიმსმა NBA-ში ისტორიული რეკორდი დაამყარა

ლებრონ ჯეიმსმა NBA-ში ისტორიული რეკორდი დაამყარა NBA-ს პლეი-ოფის პირველი რაუნდის პირველ მატჩში «ლეკერსის» ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ტურნირის ისტორიული რეკორდის დამყარება შეძლო.

გაცნობებთ, რომ «ლეკერსი» - «პორტლენდის» შეხვედრა (93:100) დასრულდა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში, 35-წლის ამერიკელმა 23 ქულის მოგროვება შეძლო. 16 ასისტი და 17 ართმევაც მის ანგარიშზეა. ნაჩვენები შედეგით ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეი ოფის მატჩში 20 ქულაზე, 15 ასისტსა და 15 ართმევაზე მეტი მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ «ლეიკერსი» — «პორტლენდის» შემდეგი შეხვედრა 21 აგვისტოსაა ჩანიშნული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.