სერენა უილიამსი: «სიარული მიჭირს»

სერენა უილიამსი: «სიარული მიჭირს» 39-წლის ამერიკელი ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი, როლან გაროსის ტურნირიდან მოიხსნა. საფრანგეთის ღია ჩემპიონატის სამ-გზის გამარჯვებულს აქილევსის მყესის ტრავმა აქვს, როს გამოც ასპარეზობას ვეღარ გააგრძელებს.

პარიზში თამაში ძალიან მიყვარს. გრუნტიც მომწონს. ძალიან მინდოდა აქ წარმატების მიღწევა, თუმცა სამწუხაროდ აქილევსის მყესის პრობლემა მაქვს. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ კიდევ შევძლებდი რამდენიმე მატჩის ჩატარებას. სიარული მიჭირს, ამიტომ ვეცდები გამოვჯანმრთელდე», - განაცხადა სერენა უილიამსმა პრეს-კონფერენციაზე.

სერენა უილიამსისა და ცვეტანა პირონკოვას მატჩი დღეს 30 სექტემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. რადგან სერენა ტურნირიდან მოიხსნა ეს უკანასკნელი მესამე წრეში უბრძოლველად გავა.

ბულგარელი ჩოგბურთელის მეტოქე ბარბორა სტრიცოვასა და ბარბორა კრეიჩიკოვას შორის გამარჯვებული გახდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.