ზიდანი: ეს ფეხბურთელები ჯერ კიდევ ბავშვები არიან

”ასეთი კითხვები ცოტა სასაცილოა. ეს მადრიდის "რეალია". შეიძლება თქვენი საკუთარი აზრი გაგაჩნდეთ, მაგრამ მე ამ მოთამაშეებთან ყოველდღე ვმუშაობ. რა იქნება თუ ვინიციუსი ყველა მატჩის 34%-ს ითამაშებს? მეორე ფეხბურთელი მატჩების 32%-ს, კიდევ ერთი მოთამაშე 31%-ს?
ეს არის ამ გუნდის რეალობა. ყოველთვის არიან ისეთები, ვინც მეტნაკლებად თამაშობენ. მინდა გამარჯვებები მოვიპოვო. პრესა და სოციალური მედია კი ამ ყველაფერს ხელს არ უწყობს. ისინი ჯერ კიდევ ბავშვები არიან, მათ 21 წელიც კი არ შესრულებიათ . ეს არის საფეხბურთო რეალობა და არ აქვს მნიშვნელობა თამაშობ თუ არა.
ყოველი მატჩის დაწყებამდე უნდა აირჩიო 11 ფეხბურთელი და ამაზე მეტი არ უნდა იფიქრო. ამას გავაკეთებ მანამ, სანამ კლუბის დატოვების ჯერი არ მოვა. ვფიქრობ, თქვენს კითხვას ამომწურავად ვუპასუხე” - ციტირებს ზიდანის სიტყვებს გამოცემა Marca.