სერენა უილიამსი როლან გაროსის ტურნირიდან მოიხსნა

სერენა უილიამსმა როლან გაროსის ტურნირის პირველ წრეში ამერიკელი კრისტი ანი დაამარცხა ანგარიშით (7:6 (7:2), 6:0). მეორე წრეში 39-წლის ჩოგბურთელის მეტოქე ბულგარელი ცვეტანა პირონკოვა უნდა ყოფილიყო, თუმცა რადგან სერენა ტურნირიდან მოიხსნა ეს უკანასკნელი მესამე წრეში უბრძოლველად გავა.
სერენა უილიამსისა და ცვეტანა პირონკოვას მატჩი დღეს 30 სექტემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
ბულგარელი ჩოგბურთელის მეტოქე ბარბორა სტრიცოვასა და ბარბორა კრეიჩიკოვას შორის გამარჯვებული გახდება.