ჯონ ჯონსი ისრაელ ადესანიასთან პოტენციურ ბრძოლაში ფავორიტია

ისრაელ ადესანიამ UFC-ს ჩემპიონის ტიტული წარმატებით დაიცვა. ნიგერიელმა მებრძოლმა პაულო კოსტასთან შეხვედრაში აბსოლიტური დომინაციის დემონსტრირება მოახდინა, ხოლო მატჩის შემდეგ კვლავ ჯონ ჯონსთან შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა.
ბუკმეიკერებმა ჯონსისა და ადესანიას პოტენციურ ბრძოლაზე ფსონების მიღება დაიწყეს. შედეგების მიხედვით, მძიმე წონაში UFC-ს ექს-ჩემპიონი ფავორიტად მიიჩნევა.
ამ მომენტისთვის ჯონსის გამარჯვების კოეფიციენტი 1.267 (ალბათობა 78.95%), ხოლო ისრაელ ადესანიას კოეფიციენტი 3.850-ით ფასდება (ალბათობა 25.97%).
Future Events: Israel Adesanya (+285) vs. Jon Jones (-375) https://t.co/VO30HT1Mz6 @stylebender @JonnyBones
— BestFightOdds (@BestFightOdds) September 28, 2020
მიუხედავად ჯონსის აშკარა უპირატესობისა, გასული წლის ოქტომბერში ადესანიასთან პოტენციურად გასამართ მატჩში ამერიკელი მებრძოლის კოეფიციენტი გაცილებით დაბალი 1.182 (ალბათობა 84.62%) იყო.
შეგახსენებთ, რომ UFC-ს ჩემპიონის ტიტული ნახევრად-მძიმე წონით კატეგორიაში 33-წლის ჯონსმა აგვისტოში ვაკანტურად გამოაცხადა და მალევე მძიმე წონით დივიზიონში გადასვლა დააანონსა.