კაილუმ ჰადსონ-ოდოის «ბაიერნში» გადასვლა სურს

კაილუმ ჰადსონ-ოდოის «ბაიერნში» გადასვლა სურს Sky Germany-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «ლონდონის ჩელსის» ახალგაზრდა თავდამსხმელს, კაილუმ ჰადსონ-ოდოის, კარიერის გაგრძელება «მიუნხენის ბაიერნში» სურს.

Sky Germany-ის ინფორმაციით 19-წლის ინგლისელი ფორვარდი მიიჩნევს, რომ მიუნხენურ გრანდში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება, ვიდრე ახლა არისტოკრატებთან აქვს. 2019/20 წლების სეზონშ ჰადსონ-ოდოიმ ლონდონელების რიგებში ჯამში 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კაილუმ ჰადსონ-ოდოის ანგარიშზე 4 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა. 19-წლის ფორვარდმა აქტიურად დაიწყო ახალი სეზონიც და უკვე ჩატარებულ 4 შეხვედრაში ერთი გოლის ავტორიც გახდა.

transfermarkt-ის ინფორმაციით 19-წლის ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 31,5 მილიონ ევროს შეადგენს. ჰადსონ-ოდოის მოქმედი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2024 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

ვებ-პორტალი transfermarkt ოდოის რეკორდმაისტერში ტრანსფერის ალბათობას 30%-ით აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ