ლებრონ ჯეიმსი: ორლანდოს ბუშტი ყველაზე რთული გამოწვევაა

ლებრონ ჯეიმსი: ორლანდოს ბუშტი ყველაზე რთული გამოწვევაა «ლოს-ანჯელეს ლეიკერსის» ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა, CBS Sports-თან ინტერვიუში ორლანდოში მიმდინარე NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მიმდინარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბუშტში ყოფნა მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიური სიტუაციის გამო საჭირო გახდა ერთგვარი პრევენციული მექანიზმების შემუშავება. ამიტომ ორლანდოში დაწესდა ე.წ ბუშტის მექანიზმი, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის იყო შექმნილი.

ჩემი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ეს ყველაზე რთული გამოწვევაა, თუმცა კარგად მქონდა გააზრებული რა გველოდა და რის გამო ვიყავით აქ ჩამოსული. მოვიტყუები, თუ გეტყვით, რომ აქ ყველაფერი მარტივადაა, თუმცა ახლა ორლანდოში ვარ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა», - ლებრონ ჯეიმსის სიტყვებს ციტირებს CBS Sports.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს პლეი-ოფის ფინალში მაიამი ჰიტის მორიგი მეტოქე ლოს ანჯელეს ლეიკერსი იქნება, შეხვედრა 1 ოქტომბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.