ლიონელ მესი: «ჩემს შეცდომებზე პასუხისმგებელი თავად ვარ»

ლიონელ მესი: «ჩემს შეცდომებზე პასუხისმგებელი თავად ვარ» ცნობილი ესპანური სპორტული ვებ-პორტალი Sport.es ლიონელ მესის საინტერესო ინტერვიუს აქვეყნებს. კატალონიური კლუბის არგენტინელი ფორვარდის თქმით თუ კი ოდესმე მას შეცდომა დაუშვია, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ «ბარსელონა» გაძლიერებულიყო.

ამდენი უთანხმოების შემდეგ მინდა ყველაფერს წერტილი დავუსვა. ვისაც ბარსელონასთან შეხება აქვს ერთობა უნდა შეინარჩუნოს და იცოდეს, რომ უკეთესი მომავალი გველის. ვნების და მოტივაციის კომბინაცია - მიზნის მიღწევის ერთადერთი გამოსავალია. ჩვენ ყოველთვის ერთად უნდა ვიდგეთ და ერთი მიმართულებით ვიმოძრავოთ».

უნდა ვაღიარო, რომ ჩემს შეცდომებზე პასუხისმგებელი თავად ვარ. თუ ოდესმე შევმცდარვარ, მხოლოდ იმიტომ რომ ბარსელონა გაძლიერებულიყო. მინდოდა გუნდის ყველა გულშემატკივრისთვის შეტყობინება გამეგზავნა. თუ რომელიმე მათგანს რაღაც მომენტში ჩემი სიტყვები და ქმედება აღიზიანებდათ, მინდა, რომ ეჭვები დაივიწყონ. ბარსელონასთვის ყოველთვის საუკეთესო მსურდა», - ამბობს ლიონელ მესი.

შეგახსნებთ, რომ ზაფხულში 33-წლის არგენტინელმა კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა და კატალონიური გუნდის მესვეურებს ოფიციალური ფაქსიც კი გაუგზავნა, თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ლიონელ მესი ბარსელონაში დარჩა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.