ჰანსი ფლიკი: «მატჩებისა და ტიტულების მოგება გვსურს»

რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი «დორმუნდის» დამარცხებას ისახავს მიზნად. გერმანელი სპეციალისტის თქმით მიუნხენელებს ტიტულების მოგება სურთ.
— დღევანდელი მატჩი ნამდვილი კლასიკაა. ბორუსიას ფანტასტიკური და ძალიან ახალგაზრდა გუნდი ჰყავს, თუმცა მათ რიგებში ვიხილავთ ძალიან გამოცდილ ფეხბურთელებსაც. ბორუსიელები მიმზიდველ და შემტევი ფეხბურთის დემონსტრირებას ახდენენ», - ამბობს ჰანსი ფლიკი.
— ჩვენ ერთ შეხვედრაში დავმარცხდით, თუმცა მანამდე წარმოუდგენლად წარმატებული სეზონი გვქონდა. აქედან გამომდინარე ნებისმიერი ფეხბურთელი საკუთარ ძალებში ასი პროცენტით დარწმუნებული უნდა იყოს. ჩვენ მატჩებისა და ტიტულების მოგება გვსურს».
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის მეორე ტურში რეკორდმაისტერი ჰოფენჰაიმს სტუმრობდა. სებასტიან ჰიონესის გაწვრთნილმა გუნდმა რეკორდმაისტერი გამანადგურებელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ბავარიელები უშანსოდ დატოვა.
ბუნდესლიგის მეორე ტური წარუმატებელი აღმოჩნდა დორტმუნდის ბორუსიისთვისაც. ლუსიან ფავრის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად აუგსბურგთან ანგარიშით 2:0 დამარცხდა.