მიკაელ კუიზანსი «ლიდსში» გადასვლასთან ახლოსაა

TF1 იტყობინება, რომ ფრანგი შემტევი ოთხშაბათს დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება სამედიცინო შემოწმების გასავლელად და საბოლოოდ გაოფიციალურდება მისი «ლიდსში» ტრანსფერი.
როგორც წინა სტატიაში გითხარით, «ლიდსმა» 21-წლის ფრანგ შემტევთან პირადო ხელშეკრულების პირობები უკვე შეათანხმა. «ლიდსი» მიკაელ კუიზანსის სანაცვლოდ «ბაიერნს» 20 მილიონ ევროს სთავაზობს.
მიკაელ კუიზანსი მიუნხენური კლუბის რიგებში 2019/20 წლების სეზონიდან ირიცხება. რეკორდმაისტერმა 21-წლის ფრანგის სანაცვლოდ ბორუსია მენხენგლადბახს 12 მილიონი ევრო გადაუხადა.