მბაპე: ფინალში თავს არ დავზოგავ

მბაპე: ფინალში თავს არ დავზოგავ "პარი სენ-ჟერმენის" 21 წლის მოიერიშე კილიან მბაპე, კომენტარს აკეთებს უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრის შესახებ. შეგახსენებთ, პარიზულმა კლუბმა "ლაიპციგი" დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლებაც გაინაღდა.

"საფრანგეთის თასის შეხვედრაში სადაც მეტოქე "სენტ ეტიენი" გვყავდა(1:0), ტრავმა მივიღე, მაშინ მეჩვენებოდა, რომ მოვკვდი. მთელი ღამე ვტიროდი. ძალიან მტკიოდა, თუმცა ამის ჩვენება არ მსურდა. კვირა დღეს, ვაპირებ მთელი ჩემი ძალები დავდო საფეხბურთო მოედანზე. უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს. ფინალში რა თქმა უნდა "ლიონს" ვისურვებდი. ეს ფრანგული კლუბია. თუ ჩვენ არ დავაფასებთ საკუთარ ჩემპიონატს (ლიგა 1) ამას სხვა არ გააკეთებს. თუ მეტოქედ "ბავარია" გვერგება, ესეც კარგი იქნება, თუმცა "ლიონთან" მატჩს სულ სხვა გემო აქვს."

"ახლა "პსჟ"-ემ შექმნა გუნდი, სადაც ყველა მაქსიმუმს დებს. ასეთ გუნდში თამაში ძალიან გიმარტივდება. როდესაც თანაგუნდელებს შენი კარგად ესმით. არ ვიცი, ეს მოგების გარანტია არის თუ არა, თუმცა აუცილებლად დაგვეხმარება. ნეიმარი? ერთნაირი მახასიათებლები გვაქვს, ხშირად ვმხიარულობთ, მაგრამ არ გვავიწყდება, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა ვიფიქროთ. იმისათვის რომ გამარჯვება შევძლოთ, ჩვენ პარტნიორები გვჭირდება."
-ციტირებს Get French Football News კილიან მბაპეს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.