«პსჟ» «ვალენსიას» მცველის შეძენით ინტერესდება

«პსჟ» «ვალენსიას» მცველის შეძენით ინტერესდება ცნობილი საფეხბურთო პორტალის France Football-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «პარი სენ-ჟერმენი» ვალენსიას ახალგაზრდა ფრანგი ცენტრალური მცველის, მუქტარ დიახაბის, შეძენითაა დაინტერესებული.

France Football-ის ინფორმაციით ფრანგული კლუბის მესვეურები 23-წლის ცენტრალურ მცველს «ლონდონის ჩელსის» ფეხბურთელის, ანტონიო რუდიგერის, შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც დედაქალაქელებისთვის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს.

რამდენადაც ცნობილია, თავად თომას ტუხელს გუნდში 27 წლის გერმანელი ფეხბურთელის ხილვა სურს.

მუქტარ დიახაბი ვალენსიას რიგებს 2018/19 წლის სეზონიდან შეუერთდა. ესპანელებმა 23-წლის ახალგაზრდა ფრანგი მცველის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადეს. ამ უკანასკნელს მოქმედი კონტრაქტი ვალენსიასთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

2019/20 წლების სეზონში დიახაბიმ ვალენსიას მაისურით ჯამში 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა. transfermarkt-ის ინფორმაციით 23 წლის ცენტრალური მცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.