ფრენკ ლემპარდის თქმით ანტონიო რუდიგერი «ჩელსიში» დარჩება

შეგახსენებთ, რომ 27 წლის გერმანელი ცენტრალური მცველის სახელს ბოლო პერიოდში ტოტენჰემს, პარი სენ-ჟერმენსა და კატალონიის ბარსელონას უკავშირებდნენ. ვებ-პორტალი transfermarkt ანტონიოს პსჟ-ში გადასვლის ალბათობას 55%, ხოლო ბარსელონაში 52%-ით აფასებს.
— არა ეს ასე არ არის. უკიდურეს შემთხვევაში ახლა არა», - ასე პასუხობს ფრენკ ლემპარდი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას მიდის თუ არა რუდიგერი არისტოკრატებიდან.
შეგახსენებთ, რომ 2019/20 წლების სეზონში 27-წლის გერმანელმა ლონდონელების მაისურით ჯამში 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რუდიგერის ანგარიშზე 2 გოლია. transfermarkt-ის ინფორმაციით ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს.