ენტონი დევისი: «ეს NBA-ს ისტორიაში ყველაზე რთული გამარჯვება იქნება»

ენტონი დევისი: «ეს NBA-ს ისტორიაში ყველაზე რთული გამარჯვება იქნება» «ლოს-ანჯელეს ლეიკერსის» ფორვარდმა, ენტონი დევისმა, სპორტულ ვებ-პორტალ CBS Sports-თან ინტერვიუში NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის სერიის ფინალურ ეტაპთან დაკავშირებით ისაუბრა და საკუთარი მოლოდინები გაგვიზიარა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს პლეი-ოფის ფინალში მაიამი ჰიტის მორიგი მეტოქე ლოს ანჯელეს ლეიკერსი იქნება, შეხვედრა 1 ოქტომბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

«ვფიქრობ ამ ჩემპიონატის მოგება მარტივი არ იქნება. ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითა და გარემოებებიდან გამომდინარე, ეს NBA-ს ისტორიაში ყველაზე რთული გამარჯვება იქნება.

ჩემპიო პროფესიული კარიერის განმავლობაში ეს ყველაზე რთულია რაც კი ოდესმე შემხვედრია, თუმცა კარგად ვიცოდი აქ რატომ მოვდიოდით. აქ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ვარ, რათა ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო
», – ენტონი დევისის სიტყვებს ციტირებს CBS Sports.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.