სანემ ტრავმა მიიღო, პრობლემები აქვს დავიდ ალაბასაც

სანემ ტრავმა მიიღო, პრობლემები აქვს დავიდ ალაბასაც მიუნხენის "ბაიერნის" ახლაწვეული ლეროი სანე, საკუთარ გუნდს უახლოესი პერიოდი ვერ დაეხმარება. მოსალოდნელია, რომ შემტევი ნახევარმცველი, ძირითად შემადგენლობას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება. ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნება დავიდ ალაბასაც.

"დავიდ ალაბას კუნთების პრობლემა აღენიშნება, ჯერჯერობით ვაკვირდებით ტრავმის დინამიკას. ლეროი სანეს კი მუხლის არეში პრობლემები აქვს, იმედს ვიტოვებთ სანაკრებო პაუზის შემდეგ, ის დაბრუნებას შეძლებს. მას მუხლის კაფსულა აქვს დაზიანებული"

"ჩემი გუნდის მენტალიტეტი აბსოლუტურად გამორჩეულია. შესაძლოა, ერთი ან ორი მათგანი ოდნავ დაიღალა, მაგრამ ისინი ყოველთვის 100%-ს დებენ მოედანზე, რაც ასევე ვიხილეთ ჰოფენჰაიმში. სამწუხაროდ, იმ დღეს ზოგიერთი რამ კარგად ვერ გავაკეთეთ. " - ლაკონურად შემოიფარგლა "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს დიტერ ფლიკი.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.