კარაგერი: არტეტა დიდებულ სამუშაოს ასრულებს

კარაგერი: არტეტა დიდებულ სამუშაოს ასრულებს "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი, ლონდონის "არსენალთან" გამართულ დაპირისპირებას აფასებს. შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის მატჩში "ლივერპულმა" მეტოქე გუნდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

"არსენალი" თამაშში დარჩა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მათ ბევრი კარგი მომენტი ჰქონდათ და შეიძლებოდა ყველაფერი სულ სხვანაირად დასრულებულიყო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ რომ ლივერპული რამდენიმე წლით წინ არის წასული ვიდრე "არსენალი". არტეტას მუშაობაც მომწონს, იგი დაახლოებით იმავე სამუშაოს ასრულებს, რასაც კლოპი - ლივერპულში. იურგენი "ლივერპულში" მაშინ მოხვდა, როდესაც ეს გუნდი ლიგაზე გასვლასაც კი ვერ ახერხებდა. ახლა "არსენალია" ამ მდგომარეობაში."

"პირველი რაც "არსენალმა" უნდა გააკეთოს - ეს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა. ვფიქრობ, მათ კარგი შანსი აქვთ. სეზონის დაწყებამდე ამის არ მჯეროდა. არტეტას მუშაობით კმაყოფილი ვარ. იმ ფეხბურთელებით, რაც მის განკარგულებაშია, ის მაქსიმუმს აკეთებს. ამ ფეხბურთელების შემადგენლობა ვერ ვიტყვი რომ ტოპ-4 დონეს განეკუთვნება, თუმცა მიკელის მუშაობა იძლევა იმის საშუალებას, რომ "არსენალმა" ოთხეულში მოხვედრაზე იფიქროს."

"ვფიქრობ თუ არა, რომ "არსენალი" შეძლებს ლიგის მოგებას ოთხი ან ხუთი წლის შემდეგ? ამის თქმა ჯერ ძალიან რთულია და ალბათ, ისევ იმის მაჩვენებელია, რა კარგი სამუშაო გასწია იურგენ კლოპმა. "არსენალს" ნამდვილად კარგი მწვრთნელი ჰყავს "
- განაცხადა კარაგერმა გამოცემა Sky Sports-თან მიცემულ ინტერვიუში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.