ენრიკე სერესო: თუ მესის სუარესთან ერთად თამაშის სურვილი ექნება...

ენრიკე სერესო: თუ მესის სუარესთან ერთად თამაშის სურვილი ექნება... მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო ლუის სუარესის ტრანსფერის შესახებ საუბრობს და ასევე დიეგო კოშტას მომავალთან დაკავშირებითაც, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

"ცხოვრებაში, თუ რამის სურვილი გაქვს... თუ მესის სურს სუარესთან ერთად თამაში, მაშინ ასეთ პასუხს გაგცემდით : ენთუზიაზმით ყველაფერი შესაძლბელია. სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შესანიშნავად წარიმართა. ბართომეუ - ჩემი კარგი მეგობარი და ბრწყინვალე ადამიანია. მოცემულ მომენტში "ბარსელონას" საქმეები კარგად ვერ მიდის, თუმცა ის მოქმედებდა ისე, როგორც უნდა ემოქმედა. ტრანსფერი რთული განსახორციელებელი არ ყოფილა, ფეხბურთელი იქ თამაშობს, სადაც ამის სურვილი ჰქონდა."

"რაც შეეხება დიეგო კოშტას - ეს არის ფეხბურთელი რომელიც "ატლეტიკოს" სჭირდება. სეზონი ძალიან ხანგრძლივია. არ ვფიქრობ, რომ გუნდში დიდი ცვლილებები განხორციელდება. კავანი? სუარესისგან განსხვავებით აქ სხვა მოცემულობაა. ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ყველაფერი სულ სხვაგვარად დალაგდა." - ციტირებს გამოცემა Mundo Deportivo ენრიკე სერესოს სიტყვებს.

შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ დიეგო კოშტა ჟურნალისტებთან საუბრის დროს შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა - "კლუბს მივეცი შესაძლებლობა, ჩემი მომავალი გადაწყვიტოს. არასდროს მინდოდა ტვირთად ყოფნა. თუ კლუბი აპირებს ჩემს გაყიდვას, მე წავალ. თუ კლუბს სურს კონტრაქტის გაწყვეტა, მე დავთანხმდები ამას.

მქონდა საუბარი მენეჯმენტთან და გუნდის მთავარ მწვრთნელთან. ჯერჯერობით ვაგრძელებ ვარჯიშს მაქსიმალური დატვირთვით და ვიმედოვნებ, რომ ტრავმები არ მექნება. თუ საჭირო გახდება, მზად ვარ მოედანზე გავიდე, თუ არა - არაუშავს” - აღნიშნავდა კოშტა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.