რაფაელი: ვან გაალი? ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადამიანი...

რაფაელი: ვან გაალი? ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადამიანი... მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა რაფაელ და სილვამ, რომელიც მოცემულ მომენტში "ისტამბულის" ღირსებას იცავს, ინგლისურ კლუბში ლუის ვან გაალისა და დეივიდ მოიესის მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

”ზოგიერთ ადამიანზე შემიძლია ძალიან ცუდად ვისაუბრო. მე არ მომწონს ვან გაალი. დეივიდ მოიესი კი სულაც არ ჰგავდა ვან გაალს. ვგულისხმობ მათ ადამიანურ თვისებებს. პრობლემა ისაა, რომ ყველას ეგონა, მოიესი დაახლოებით ისეთივე მწვრთნელი იქნებოდა, როგორც ფერგიუსონი იყო, მაგრამ ისინი ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან - როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. გულწრფელად გითხრათ, ფერგიუსონის შემდეგ მოსვლა ადვილი არ არის. ძალიან დიდი ზეწოლა ხდებოდა მოიესზე. ხალხს სურდა, რომ იგი ფერგიუსონი ყოფილიყო, მაგრამ ეს ასე არ მუშაობს.

როდესაც გავიგეთ, რომ ვან გაალი ჩვენი მწვრთნელი გახდებოდა, ბევრმა მეგობარმა დამირეკა. არ მჯეროდა, მაგრამ ბევრმა მითხრა, რომ მას არ უყვარს ბრაზილიელები, სათამაშო სტილის გამო. მათ მითხრეს: „პირველი, რასაც ის გააკეთებს, ეს შენი მოშორებაა." ეს მისი მეორე საქმე აღმოჩნდა - პირველ დღეს ის უბრალოდ არ მელაპარაკებოდა და მეორე დღეს განმიცხადა: ”შეგიძლია წახვიდე”. მე ჯერ ვარჯიშიც კი არ მქონდა დაწყებული და მან უკვე ამის შესახებ მითხრა. ვერ დავიჯერე. ვუთხარი: ”კარგი”. მაგრამ მე მაინც ვიბრძოდი გუნდში საკუთარი ადგილისათვის და მასთან კიდევ ერთი წელი დავრჩი. ძალიან ძნელი იყო. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ცუდი ადამიანი, ვისთან ერთადაც კი მიმუშავია.”
- ციტირებს რაფაელის სიტყვებს გამოცემა The Athletic

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.