[კომენტარები] «ლაიპციგი» 0 — 3 «პსჟ»
![[კომენტარები] «ლაიპციგი» 0 — 3 «პსჟ»](/uploads/posts/2020-08/1597789479_paris-saint-germain.jpg)
— ჩვენ ჩვენი თამაშის გეგმის ერთგულნი დავრჩით. როდესაც შესაძლებლობა გვქონდა თავისუფალ ზონებს ვკედავდით და მეტოქის კონტრშეტევებს ვანელებდით. გამოვიყენეთ დი მარიას, მბაპესა და ნეიმარის სისწრაფე და გავარღვიეთ გერმანელების დაცვა.
დიდი ტაქტიკური ცვლილებებისთვის არ მიგვიმართავს. დიახ, კონკრეტული მეტოქისთვის ვემზადებოდით, თუმცა ჩვენს თამაშში დიდი კორექტივები არ შეგვიტანია. ჩვენმა მოთამაშეებმა კვლავ აჩვენენს, რაოდენ დამშეულები არიან. მათ მუშაობა და ერთად მოთმენა შეუძლიათ», — ამბობს ტომას ტუხელი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნულ დაპირისპირებაზე «ლაიპციგის» დამრიგებელმა, იულიან ნაგელსმანმაც, ისაუბრა
– «პსჟ»-მ ფინალის ბილეთი დაიმსახურა. პირველი 10-12 წუთის განმავლობაში თავს კარგად ვართმევდით და მომენტებიც შევქმენით. მეორე გაშვებული ბურთის შემდეგ ყველაფერი საბოლოოდ გართულდა. თამაშის შემოტრიალება ძალიან ძნელი იქნებოდა განსაკუთრებით კი «პსჟ»-თან. ფრანგებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. რთულია მარცხს შეეგუო, თუმცა ასეთია ფეხბურთი», — ამბობს იულიან ნაგელსმანი.