ვენბერგი: ჩვენ კორპისალო გვყავს!

ვენბერგი: ჩვენ კორპისალო გვყავს! "Columbus Blue Jackets"-ის ფორვარდი ალექსანდერ ვენბერგი, "Tampa Bay Lightning"-თან პირველი რაუნდის მეორე მატჩში მიღწეულ გამარჯვებას გამოეხმაურა (3:1, 1-1).  შეგახსენებთ, მესამე პერიოდში შვედი შემტევი ეფექტური გოლის ავტორი გახდა.

"ჩვენი მიზანია მათი ცხოვრება მაქსიმალურად გავრთულოთ. არ არის აუცილებელი კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა დიდი მოთამაშეებია ამ გუნდში წარმოდგენილი. ისღა დაგვრჩენია ვითამაშოთ ჩვენი ჰოკეი და ამისათვის მაქსიმალური ძალები გავიღოთ. რა თქმა უნდა, ისინი აუცილებლად შექმნიან საკუთარ მომენტებს, თუმცა ამის საპირწონედ ჩვენ კორპისალო გვყავს."-ციტირებს ვენბერგის სიტყვებს ჰოკეის ნაციონალური ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.

"მუნდირების" კიპერმა იონას კორპისალომ საოცარი სტატისტიკური მაჩვენებილი დააფიქსირა, მან 37 სტყორცნიდან 36 მოიგერია. ორი მატჩის ჯამში კი 121 სეივი შემოგვთავაზა. ეს " პლეი-ოფის" ახალი რეკორდია. ამ დრომდე საუკეთესო მაჩვენებული 1993 წელს ფიქსირებული შედეგი იყო - 118 სეივით.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ