დასტინ პორიე კონორ მაკგრეგორთან რევანშს დათანხმდა

«საქმეში ვარ! მოდი გავაკეთოთ ეს! საქველმოქმედო ბრძოლა ბევრ ადამიანს მოუტანს სიკეთეს», – წერს დასტინ პორიე.
I'm in! Lets do it! A lot of people will benefit from this @TheGoodFightFDN https://t.co/Hy0ZlPFyFv
— The Diamond (@DustinPoirier) September 29, 2020
კონორ მაკგრეგორი 12 დეკემბერს ირლანდიაში დასტინ პორიეს საქველმოქმედო ბრძოლას სთავაზობს, რომელიც UFC-ს მონაწილეობის გარეშე გაიმართება. UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა პორიეს მგზავრობისა და ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარებაც თავის თავზე აიღო.
კონორ მაკგრეგორის თქმით საქველმოქმედო ბრძოლა McGregor Sports და Entertainment MMA ორგანიზებით გაიმართება, ხოლო მხარდამჭერი The Good Fight Foundation იქნება.