კვიატი: ეს ჩემი რბოლა იყო

კვიატი: ეს ჩემი რბოლა იყო "ალფა ტაურის" პილოტი დანილ კვიატი, ემოციურად გამოეხმაურა რუსეთის გრან-პრიზე მოპოვებულ მე-8 ადგილს. ის კმაყოფილი აღმოჩნდა დემონსტრირებული პილოტაჟით და გუნდთან არსებული კომუნიკაციით.

"მე მსურდა ეს სტრატეგია, მინდოდა ძლიერად გამოვსულიყავი და დარწმუნებული ვიყავი, შეგვეძლო ყველაფერი მაქსიმალურად გამოგვეყენებინა. ფაქტიურად, ჩვენ ეს მოვახერხეთ.

ეს იყო იდეალური რბოლა. ვიცი, რომ თუ ამის გაკეთებას კვირა დღეს შევძლებ, მაშინ საუკეთესო ვარ, ნამდვილი ფრენა შემიძლია. ეს ზუსტად ის დღე იყო, როდესაც მე კარგად ვმოქმედებდი ჩემს ინჟინერთან: კონფიგურაცია, სტრატეგია... სუფთა ჰაერზე ყოფნის დროს ვიგრძენი, რომ ეს ჩემი რბოლა იყო ”
- ციტირებს კვიატის სიტყვებს Motorsport Week-ი.

მიმდინარე სეზონის მეათე ეტაპის მონაცემების გათვალისწინებით, კვიატი ინდივიდუალურ შეჯიბრში მე-14 ადგილზეა წარმოდგენილი. მას აქტივში 14 ქულაა. "ალფა ტაურის" რიგებში მისი თანაგუნდელი პიერ გასლი (45 ქულა) - მეათე პოზიციაზეა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.