ექტორ ბელერინი: შედეგით იმედგაცრუებული ვარ

ექტორ ბელერინი: შედეგით  იმედგაცრუებული ვარ ლონდონის "არსენალის" მცველმა ჰექტორ ბელერინმა, "ლივერპულთან" განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, 28 სექტემბერს გამართულ დაპირისპირებაში ლონდონელები ანგარიშით 3-1 დამარცხდნენ.

”ვფიქრობ, ჩვენს მიერ შექმნილი შანსების გათვალისწინებით, შეგვეძლო ფრე მოგვეპოვებინა ან საერთოდ მოგვეგო კიდეც. როდესაც "ლივერპულს" სტუმრად ეპაექრები, არ შეიძლება მომენტები ასე გაანიავო ან დაუშვა იმგვარი შეცდომები, როგორი შეცდომებიც დავუშვით.

გუნდებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა. ჩვენს შეცდომებს გატანილი გოლები მოყვა. ჩვენი მხრივ, ვერ გავიტანეთ გასატანი გოლები. აღსანიშნავია, რომ წინა მატჩებში მათთან დაპირისპირებაში ბევრად უფრო ეფექტურები ვიყავით. ეს ნამდვილი ბრძოლა იყო, მაგრამ შედეგით იმედგაცრუებულები ვართ. მიუხედავად ამისა, ყოველდღეიურად უკეთესები ვხდებით ”
- აცხადებს ბელერინი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ