«ლიდსი» «მიუნხენის ბაიერნს» 20 მილიონ ევროს სთავაზობს

«ლიდსი» «მიუნხენის ბაიერნს» 20 მილიონ ევროს სთავაზობს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო, ტვიტერის საკუთარ გვერდზე კრისტიან ფალკის პოსტს ეხმაურება და იტყობინება, რომ «ლიდსი» მიკაელ კუიზანსის სანაცვლოდ «ბაიერნს» 20 მილიონ ევროს სთავაზობს.

წყაროს ცნობით მხარეები მოლაპარაკებების ფინალურ სტადიაში იმყოფებიან და შეთანხმება მალე იქნება მიღწეული. ფაბრიციო რომანო წერს, რომ «ლიდსმა» 21-წლის ფრანგ შემტევთან პირადო ხელშეკრულების პირობები უკვე შეათანხმა.


მიკაელ კუიზანსი მიუნხენური კლუბის რიგებში 2019/20 წლების სეზონიდან ირიცხება. რეკორდმაისტერმა 21-წლის ფრანგის სანაცვლოდ ბორუსია მენხენგლადბახს 12 მილიონი ევრო გადაუხადა.

ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი «მიუნხენის ბაიერნთან» 2024 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით კუიზანსის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.