ჯოტა: უბედნიერესი ვარ

ჯოტა: უბედნიერესი ვარ "ლივერპულის" ნახევარმცველმა დიეგო ჯოტამ "არსენალთან" გამართული პაექრობა შეაჯამა. პრემიერ ლიგის მე-3 ტურის მატჩში (3: 1), ჯოტა სადებიუტო გოლით გამოირჩა.

”დაუჯერებელი შეგრძნებაა. დიდი სურვილი მექნებოდა, ეს ყოველივე ქომაგებით სავსე არენაზე მომხდარიყო, თუმცა მაინც ბედნიერი ვარ, რომ გუნდის გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შევიტანე. ფეხბურთში შესაძლებელია გაიტანო, შესაძლებელია ააცილო, მაგრამ უნდა გჯეროდეს, რომ გატანა შეგიძლია. საბედნიეროდ, წარმატებას მივაღწიე. მწვრთნელმა მითხრა: გააგრძელე მეტოქზე ზეწოლა, თავისუფლად იყავი ბურთთან მოქმედების დროს და გააკეთე ის, რასაც ადრე აკეთებდი. ითამაშეთ კარგი ფეხბურთი და განახორციელეთ პრესინგი, როდესაც ბურთი მეტოქეს ექნება."

"ვარჯიშზე, ყოველდღე ბევრს ვიმუშავებ , შემდეგ კი ვეცდები მატჩების დროს საკუთარი მაქსიმუმი გავიღო. პირველი გოლი ყოველთვის რთულია, მნიშვნელოვანია იგივე სულისკვეთებით გავაგრძელო. ერთხელ უკვე გავიტანე, მაგრამ მეტი მინდა. ახლა მხოლოდ სეზონის დასაწყისია, ჯერ მხოლოდ სამი მატჩი ჩატარდა. ჩვენ მიზანია, იგივე სტილში განვაგრძოთ ასპარეზობა და მორიგი სამი ქულა მოვიპოვოთ."
- ციტირებს ჯოტას სიტყვებს გამოცემა BBC.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.