ჟან-მიშელ ოლასი: ბოლო ვადა 2 ოქტომებრია

ჟან-მიშელ ოლასი: ბოლო ვადა 2 ოქტომებრია საფეხბურთო კლუბ "ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლასი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მემფის დეპაის და უსემ აუარის შესაძლო ტრანსფერებთან დაკავშირებით საუბრობს. კლუბის პრეზიდენტმა ეგრედ წოდებული "დედლაინი" განსაზღვრა.

"ფეხბურთელებს გავაცანით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა სხვა კლუბებთან, ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას, არაუგვიანეს პარასკევამდე მიაღწიონ. ასე, რომ ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა 2 ოქტომბერს იხურება. (ოფიციალური დედლაინი 5 ოქტომბერია). ის ფეხბურთელები, რომლებიც წასვლას, ვერ მოასწრებენ - გუნდში დარჩებიან." - ციტირებს გამოცემა Telefoot ჟან მიშელ ოლასის სიტყვებს.

მემფის დეპაის ტრანსფერით დიდი ხანია კატალონიური "ბარსელონა" ინტერესდება. მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარეობდა, თუმცა როგორც ირკვევა ჯერჯერობით უშედეგოდ. რაც შეეხება უსემ აურის - მის გაფორმებას ლონდონის "არსენალი" ცდილობს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.