დენიელ კორმიე: «კონორ მაკგრეგორი მზად არ არის»

დენიელ კორმიე: «კონორ მაკგრეგორი მზად არ არის» ორ დივიზიონში UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა დენიელ კორმიემ, ESPN-ის ცნობილ სპორტულ ჟურნალისტთან არიელ ჰელივანისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონორ მაკგრეგორი ბრძოლისთვის მზად არ არის.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიელმა მებრძოლმა მზადყოფნა გამოთქვა ნებისმიერ სპორტსმენს დაუპირისპირდეს ოქტაგონში.

«მომისმინეთ, კონორი ცდილობს გამოიყენოს შენნაირი ბიჭი არიელ (ჰელივანი - ESPN-ის ჟურნალისტი), რათა დაამტკიცოს, რომ ნებისმიერ სპორტსმენთან სურს ბრძოლა. სინამდვილეში კონორს არავისთან უჩხუბია.

ეს უნდა იყოს ნამდვილი ბრძოლა და არა დიეგო სანჩესთან დაპირისპირება. კონორი, რომ მზად იყოს ბრძოლისთვის ირლანდიელი ფერგიუსონთან ბრძოლაში ხაბიბ ნურმაგომედოვის შეცვლას დათანხმდებოდა
», – ამბობს დანიელ კორმიე.

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.