როი კინი: "ლივერპული" ნამდვილ მანქანას ჰგავს

როი კინი: "ლივერპული" ნამდვილ მანქანას ჰგავს მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ბრიტანელმა სატელევიზიო ექსპერტმა, როი კინმა "ლივერპულის" თამაში შეაქო. ინგლისის პრემიერ ლიგის მე -3 ტურის მატჩში ენფილდის ბინადრებმა ლონდონის "არსენალი" დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

”ისინი ნამდვილ მანქანას ჰგვანან. მათ სამომავლოდ დიდი ხარისხი გააჩნიათ. ეს აშკარად მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. "ლივერპული" მეტოქე გუნდებს უბრალოდ ახრჩობს. ვიცი, რომ "არსენალმა" მათ ხელი შეუწყო დაცვითი თამაშით, მაგრამ ამის მიუხედავად, ლონდონელებმა სამი გოლი გაუშვეს. რა თქმა უნდა, "ლივერპული" ერთი-ორ ეპიზოდში თავად იყო დაუდევარი დაცვითი მოქმედებების დროს, მაგრამ საქმე შესრულებულია და მათთვის ეს სეზონის კარგი დასაწყისია.” - ციტირებს როი კინის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

"ლივერპული" მოპოვებული ცხრა ქულით, ინგლისის პრემიერ ლიგის ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება. არსენალი 6 ქულით მეხუთეა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ