როი კინი: «ულე გუნარ სულშერის თაფლობის თვე დასრულდა»

— ულესთან მიმართებაში ამ წელს გაცილებით მეტი მოთხოვნა იქნება. ვფიქრობ, გასულ წელს საუბარი ტოპ-4 გუნდს შორის მოხვედრაზე იყო. ვიცი, რომ შარშან მესამე ადგილზე გავედით, თუმცა ახლა ფსონები იწევს», - როი კინის სიტყვებს ციტირებს Sky Sports.
— სულშერის გუნდი აუცილებლად უნდა მიუახლოვდეს «ლივერპულსა» და «მანჩესტერ სიტის». არ შეიძლება წელსაც ისეთი ჩამორჩენა იყოს, როგორც უკანასკნელი სამი-ოთხი წელია. ულეს ტიტულების მოგება მოუწევს. ვფიქრობ მისი თაფლობის თვე დასრულდა, ზეწოლა იზრდება, განსაკუთრებით კი ასეთი შედეგებით, როგორც ბოლო კვირას ვნახეთ».
— ეს მხოლოდ დასაწყისია და მან უკვე უამრავი შანსი გაუშვა კრისტალ პალასთან და ბრაიტონთან. შედეგები დიდ იმედებს არ იძლევა. «მანჩესტერ სიტისთან» ან «ლივერპულთან» რომ ეთამაშა სიტუაცია განსხვავებული იქნებოდა», - დაასრულა კომენტარი როი კინმა.