«პსჟ»-მ «ლაიპციგი» დაამარცხა და ფინალში გავიდა

«პსჟ»-მ «ლაიპციგი» დაამარცხა და ფინალში გავიდა ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. დღეს გამართულ 1/2 ფინალური ეტაპის მატჩში ერთმანეთს ფრანგული «პსჟ» და «ლაიპციგი» დაუპირისპირდნენ. ტომას ტუხელის შეგირდებმა 3:0 გამარჯვება მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ «პსჟ» საკუთარი ისტორიის განმავლობაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. შეგახსენებთ, რომ ფრანგული კლუბის მოწინააღმდეგე მიუნხენის «ბაიერნსა» და «ლიონს» შორის გამარჯვებული იქნება.

უკანასკნელად ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირე წარმატებას ფრანგულმა კლუბმა 1992/93 წლების სეზონში მიაღწია, როდესაც «მარსელისა» და «მილანის» დამარცხება შეძლო.

«რბ ლაიპციგი» (გერმანია) — «პსჟ» (საფრანგეთი) — 0:3 (0:2)

გოლები: მარკინიოსი 13' (0:1), დი მარია 42' (0:2), ბერნატი 56' (0:3)

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ