იურგენ კლოპი: «შესანიშნავად ვითამაშეთ»

შეგახსენებთ, რომ «მანჩესტერ იუნაიტედის» ყოფილმა მოთამაშებ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მერსესაიდელებმი რამდენიმე მომენტში დაცვაში დაუდევრად მოქმედებდნენ.
— რამდენადაც მე მოვისმინე მისტერ კინმა განაცხადა, რომ ჩვენ დაუდევრად ვითამაშეთ? მან ასე თქვა? მინდა ეს თავად მოვისმინო. დღეს არაფერი, აბსოლიტურად არაფერი იყო დაუდევარი. კარგ ფორმაში მყოფი გუნდის წინააღმდეგ ვდომინირებდით და ძალიან ვფრთხილობდით, რომ კონტრშეტევა არ გაგვეშვა.
ალისონს ერთი დარტყმულის მოგერიება მოუწია, მოწინააღმდეგეს კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, თუმცა ეს ფეხბურთია. დღეს საღამოს შესანიშნავად ვითამაშეთ. ამ თამაშზე ვერაფერ ცუდს ვერ იტყვი. დღევანდელი მატჩი დაუდევრობის საპირისპირო იყო», - იურგენ კლოპის სიტყვებს ციტირებს BBC.