«ტამპა-ბეი» სტენლის თასის გამარჯვებულია

მოწოდების სიმაღლეზე იყო რუსი ფორვარდი, ნიკიტა კუჩეროვი, რომელმაც თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. კუჩეროვი პლეი-ოფის სერიის მთავარი ბომბარდირი გახდა, რომლის მონაგარიც 34 (7+27) ქულაა. რუსმა თანაგუნდელს ბრეიდენ პოინტს ერთი ქულით გაუსწრო.
ლაითნინგის მეკარემ ანდრეი ვასიკევსკიმ 22 დარტყმა მოიგერია. სტენლის თასის მიმდინარე გათამაშებაში ამ უკანასკნელს სარეკორდო გამარჯვებების სერია აქვს, რომელიც 18 გამარჯვებას ითვლის.
საკუთარი ისტორიის განმავლობაში «ტამპამ» მეორედ მოახერხა სტენლის თასის ტიტულის მოპოვება. პირველად ლაითნინგმა 2004 წელს აღმართა სტენლის თასი.
THIS IS OUR TIME
— Tampa Bay Lightning (@TBLightning) September 29, 2020
YOUR TAMPA BAY LIGHTNING ARE STANLEY CUP CHAMPIONS!!!!! pic.twitter.com/1trZdj2JPf
NHL პლეი-ოფი
სტენლის თასის ფინალი
მეექვსე მატჩი
«დალასი» — «ტამპა-ბეი» — 0:2 (0:1, 0:1, 0:0)
გოლები: პოინტი — 14 (კუჩეროვი, ჰედმანი), 12:23 — 0:1. კოულმენი — 5 (პაკეტი, მარუნი), 27:01 — 0:2.
სერიის ანგარიში: 2-4