ჯონსი — ადესანიას: «ხელებს მოგაგლეჯ»

ჯონსი — ადესანიას: «ხელებს მოგაგლეჯ» ნახევრად-მძიმე წონით კატეგორიაში UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა ჯონ ჯონსმა ისრაელ ადესანიას კომენტარს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გავრცელებული პოსტიდან უპასუხა და დაემუქრა.

«რა? რინგზე ასზე მეტჯერ გამოხვედი და კვლავინდებურად არ ხარ მზად? უპირატესობა გაქვს ასაკში და ოთხჯერ უფრო მეტი ბრძოლის გამოცდილება გაქვს. სიმართლე ისაა, რომ გეშინია, მოგწონს დაუმარცხებლად ყოფნა, ნახე რა მოუვიდათ დანარჩენებს.

ჩემი სახელის ხსენება შენი აქციების ღირებულებას ზრდის, ეს კარგად იცი. ჩემთან ნამდვილი კონფრონტაცია არ გსურს, არ ვაპირებ უბრალოდ ვიდგე და კიკბოქსინგში ვივარჯიშო. მძიმე წონისთვის ვემზადებოდი, ასე რომ უბრალოდ ხელებს მოგაგლეჯ
», — წერს ჯონ ჯონსი ინსტაგრამზე.


შეგახსენებთ, რომ ისრაელ ადესანიამ პაულო კოსტას დამარცხება მოახერხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა. მარტში გამართულ UFC 248 ტურნირზე კი იოელ რომეროს დამარცხებაც შეძლო.

ადესანიას ანგარიშზე ახლა 20-დან 20 გამარჯვებაა. აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში პაულო კოსტა პირველად დამარცხდა. ბრაზილიელის მონაგარი 13 გამარჯვებაა.
MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.