მედისონ ქეისი პირველივე წრეში გამოეთიშა როლან გაროსის ტურნირს

მედისონ ქეისი პირველივე წრეში გამოეთიშა როლან გაროსის ტურნირს როლან გაროსის ტურნირის 1/64 ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ჩინელი შუაი ჟანგი და ამერიკელი მედისონ ქეისი დაუპირისპირდნენ. აზიელმა ჩოგბურთელმა 25 წლის ამერიკელი ორ სეტში ანგარიშით — 3:6, 6:7 (2:7) დაამარცხა.

შეხვედრა 1:35 საათი გაგრძელდა. ჟანგმა ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა და 5-დან 2 ბრეიკ პოინტის გადარჩენა მოახერხა. ჩინელი ჩოგბურთელის მონაგარი 9-დან 4 მოგებული ბრეიკ პონტი და მიყოლებით 3 წარმატებული გეიმია.

რაც შეეხება ამერიკელ მედისონ ქეისს ამ უკანასკნელის ანგარიშზე 1 ორმაგი შეცდომა, 9-დან 5 გადარჩენილი ბრეიკ პოინტი და 5-დან 3 მოგებული ბრეიკ პოინტია.

31-წლის შუაი ჟანგი როლან გაროსის ტურნირის მეორე წრეში ფრანგ ალიზ კორნეტს შეხვდება. მატჩი 30 სექტემბერს თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

საფრანგეთის ღია პირველობა

პირველი წრე

ღია კორტები, გრუნტი

გოგონებს შორის

საპრიზო ფონდი: 38 000 000 ევრო

შუაი ჟანგი (ჩინეთი) — მედისონ ქეისი (აშშ, 12) — 6:3, 7:6 (7:2)
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.