«ლივერპულმა» «არსენალი» დამაჯერებლად დაამარცხა

«ლივერპულმა» «არსენალი» დამაჯერებლად დაამარცხა ინგლისის ჩემპიონატის მე-3 ტურში «ლივერპულმა» საკუთარ მოედანზე «ლონდონის არსენალს» უმასპინძლა. იურგენ კლოპის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

შეხვედრის 25-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა მოწინააღმდეგე გუნდის მცველების შეცდომა გამოიყენა და ალისონს გოლი გაუტანა. მასპინძლებმა მალევე, ოთხი წუთის შემდეგ, სადიო მანემ წონასწორობის აღდგენა მოახერხა.

მატჩის 34-ე წუთზე შეცდომის გამოსწორება მოახერხა ენდრიუ რობერტსონმა და მერსესაიდელები დააწინაურა. შეხვედრას წერტილი მეორე ტაიმის მიწურულს 84-ე წუთზე დიოგო ხოტამ დაუსვა და ტაბლოზე საფინალო ანგარიში დააფიქსირა.

გამართული სამი ტურის შემდეგ იურგენ კლოპის გაწვრთნილ გუნდს 9 ქულა აქვს. მსგავსი შედეგი უფიქსირდება ლესტერსა და ევერტონსაც. მიუხედავად მარცხისა მეთოფეები ექვსი ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.

პრემიერ ლიგა

მე-3 ტური

«ლივერპული» — «არსენალი» — 3:1 (2:1)

გოლები: ალექსანდრ ლაკაზეტე, 25 (0:1). სადიო მანე, 28 (1:1). ენდრიუ რობერტსონი, 34 (2:1). დიოგო ხოტა, 88 (3:1).

გაფრთხილება: სადიო მანე, 3. ალექსანდრ არნოლდი, 49. ჰექტორ ბელერინი, 68. დანი სებალოსი, 72.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ